დერმატოლოგის ბინაზე გამოძახების სერვისი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ პროფესიული სამედიცინო კონსულტაცია სახლიდან გაუსვლელად.
მომსახურება მოიცავს გამოცდილი ექიმი-დერმატოლოგის ვიზიტს თქვენთვის მოსახერხებელ დროსა და ადგილას, რომელიც უზრუნველყოფს კანის მდგომარეობის შეფასებას, დიაგნოზის დასმას და მკურნალობის გეგმის შემუშავებას.
დერმატოლოგთან კონსულტაციის მიზეზი შეიძლება გახდეს:
- კანის გამონაყარი და სიწითლე
- ალერგიული რეაქციები
- დერმატიტი (ატოპიური, კონტაქტური, სებორეული)
- ეგზემა
- ვირუსული ინფექციები კანზე გამოხატული სიმპტომებით
- გაურკვეველი მიზეზის ქავილი
- კანის სიმშრალე და აქერცვლა
- სოკოვანი ინფექციები
- კანის ბაქტერიული ანთებები
- ფსორიაზი
- პიგმენტური ლაქების პირველადი შეფასება
- ხალების და კანის წარმონაქმნების პირველადი ვიზუალური შეფასება
- ფრჩხილების ფერისა და სტრუქტურის ცვლილებები
- კანის გაღიზიანება კოსმეტიკური ან საყოფაცხოვრებო საშუალებების შემდეგ
ვიზიტის დასაჯავშნად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +032 2 111 500
+(995) 032 2 111 500
თბილისი, ი. პეტრიწის #2
info@geo-medi.ge